კალიფორნიაში მომხდარ ავარიას სამი სტუდენტი ემსხვერპლა – გავრცელებული ინფორმაციით, Tesla Cybertruck-ს ავარიის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და შიგნიდან ჩაიკეტა.
ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ 19 წლის კრისტა ცუკაჰარა, სორენ დიქსონი და 20 წლის ჯეკ ნელსონი.
- Tesla-ს კარი 12 ვოლტიანი აკუმულატორით იკვებება, რომელიც ავარიის დროს, დენის წყაროს გათიშვის შემთხვევაში, ფუჭდება.
“ეს უბრალოდ საშინელებათა ისტორიაა. Tesla-მ იცის, რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მოხდა და ისევ მოხდება. ისინი კი მანქანების წარმოებას მაინც აგრძელებენ“, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა როჯერ დრეიერმა.
იგი ილონ მასკის კომპანიას მომხმარებელთა უსაფრთხოების “შეგნებულ უგულებელყოფაში“ ადანაშაულებს.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ Tesla-ს წინააღმდეგ ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია გამოძიებას აწარმოებდა. 2021 წლის Model Y SUV-ების მფლობელებმა განაცხადეს, რომ კარი არ იღებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში მშობლებს შვილების გასათავისუფლებლად ფანჯრების ჩამსხვრევა უწევდათ.
- კომენტარები

















