Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
სად და როგორ გაერთო ვერა ბრეჟნევა თბილისში და რას წერს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტზე? - "საქართველოს საოცარი, განსაკუთრებული ენერგია აქვს. უზომოდ მიყვარს..."

სად და როგორ გაერთო ვერა ბრეჟნევა თბილისში და რას წერს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტზე? - "საქართველოს საოცარი, განსაკუთრებული ენერგია აქვს. უზომოდ მიყვარს..."

რო­გორც ირ­კვე­ვა, ახ­ლა­ხან უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვერა ბრეჟნე­ვა თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის ამის ამ­სახ­ველ ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მი­მიწ­ვი­ეს Trump Tower Tbilisi-ს გახ­სნა­ზე. უაღ­რე­სად ამა­ღელ­ვე­ბე­ლია თბი­ლის­ში ისე­თი მას­შტა­ბუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის ხილ­ვა, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის გა­ნახ­ლე­ბა­დი იერ­სა­ხის ნა­წი­ლი ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ო­ცა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გია აქვს - უზო­მოდ მიყ­ვარს მისი კულ­ტუ­რა, ხიბ­ლი და გულ­თბი­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა".

მოკ­ლედ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, 44 წლის მომ­ღე­რა­ლი Trump Tower Tbilisi-ის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნა­ზე იყო მო­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი.


ბრეჟნე­ვას ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოკ­ლე ზედა და ტყა­ვის შარ­ვა­ლი ეცვა. ინ­სტაგ­რამ­ზე ფო­ტო­ე­ბი რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან, ისე სხვა სტუმ­რებ­თან ერ­თად აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

Trump Tower Tbilisi-ის პრე­ზენ­ტა­ცია 15 სექ­ტემ­ბერს მთაწ­მინ­დის პარკში, ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბიზ­ნე­სის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თო „ტრამ­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ერიკ ტრამ­პიც. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი CeeLo Green-ისა და DJ Francis Mercier-ის გა­მოს­ვლებს მო­ი­ცავ­და.

Trump Tower Tbilisi Downtown Tbilisi-ის მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია. და­გეგ­მი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 280-მეტ­რი­ა­ნი, 62-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნა­გე­ბო­ბა უნდა გახ­დეს. მთლი­ა­ნად Downtown Tbilisi-ის პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე ცა­თამბჯენს მო­ი­ცავს და მისი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ბრეჟნე­ვა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნუ­ლი მომ­ღე­რა­ლია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, ბოლო პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს. ის აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს კა­რი­ე­რას და ხში­რად ჩნდე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

მომ­ღე­რა­ლი რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­დი­უ­სერ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვი­ლი 2023 წელს და­შორ­და. ბრეჟნე­ვას ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - 25 წლის სო­ნია და 16 წლის სარა.

სად და როგორ გაერთო ვერა ბრეჟნევა თბილისში და რას წერს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტზე? - "საქართველოს საოცარი, განსაკუთრებული ენერგია აქვს. უზომოდ მიყვარს..."
137 ნახვა
2 კვირის და 4 დღის უკან
გაზიარება
  • კომენტარები