Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
85 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე 23 წლის მამაკაცი დააკავეს — ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

85 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე 23 წლის მამაკაცი დააკავეს — ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში, 85 წლის ელიკო ასაბაშვილის მკვლელობის საქმეზე, 23 წლის გიორგი შველიძე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. ბრალდების ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელ სახლში ფარულად შევიდა და ხანდაზმულ ქალს ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გიორგი შველიძე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. პოლიციის ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია სავარაუდო დანაშაულის იარაღებიც.

29 სექტემბერს, თელავის სასამართლომ, შველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ელიკო ასაბაშვილი არ მოუკლავს. “23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას, მომავალს მინგრევენ… ყველამ იცის, რომ უდანაშაულო ვარ,”- განაცხადა შველიძემ სასამართლო პროცესზე. დაცვის მხარე მის გათავისუფლებას 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

ელიკო ასაბაშვილი სოფელ ალმატში მარტო ცხოვრობდა. მისი ცხედარი, სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მეზობლებმა აღმოაჩინეს.

85 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე 23 წლის მამაკაცი დააკავეს — ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს
461 ნახვა
6 დღის და 12 საათის უკან
გაზიარება
  • კომენტარები
ბოლოს ნანახი