Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
"მრცხვენია, რომ ოდესღაც "დღის პოსტის" წამყვანი იყავით - იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს და აგზავნიდით" - თამთა ჭელიძე ირმა სოხაძეს

"მრცხვენია, რომ ოდესღაც "დღის პოსტის" წამყვანი იყავით - იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს და აგზავნიდით" - თამთა ჭელიძე ირმა სოხაძეს

"მრცხვენია, რომ ოდესღაც "დღის პოსტის" წამყვანი იყავით" - აღნიშნული სიტყვებით მომღერალი თამთა ჭელიძე სოციალურ ქსელში მომღერალ ირმა სოხაძეს მიმართავს.

თამთა ჭელიძე სოციალურ ქსელში "TV პირველის" გადაცემიდან ამონარიდს აზიარებს, სადაც სტუმრად მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და ირმა სოხაძეც იმყოფებოდნენ და მუსიკოს "კორძის" შესახებ საუბრობდნენ.

თამთა ჭელიძის თქმით, მისი პოსტი მხოლოდ ირმა სოხაძეს ეხება.

"ეს პოსტი მხოლოდ ერთ ქალბატონს ეძღვნება, ირმა სოხაძეს. სხვებს უბრალოდ არ შევეხები... ჩემი საქმე არ არის და მითუმეტეს მის ოჯახის წევრებს.

მრცხვენია, რომ ოდესღაც "დღის პოსტის" წამყვანი იყავით. ტელეკომპანია "პოს ტივის" ეთერში სადაც მაშინ მე ვიყავი გადაცემის მთავარი პროდიუსერი და თან გყვებოდით. საკმაოდ ნორმალური ხელფასი გქონდათ მახსოვს და მძღოლიც ხომ კარგი იყო? მოკლედ კარგად დაკმაყოფილებული და მოტივირებული იყავით თუმცა...

მაშინ მე მაბრალებდით, თითქოს არ გამღერებდით და გიჟი ვიყავი, იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს, აგზავნიდით და საჩივრის ფურცლებით დარბოდით, ალბათ, ძალიან მონდომებული იყავით, ჩვენი არხის მაყურებელი თქვენი საოცარი ხმის ტემბრით, რომ ხშირად დაგეტკბოთ. ჰოდა, ასეთი მხარდამჭერები გიმრავლოთ ღმერთმა!

კიდევ ერთხელ დავამტკიცე სიმართლე საკუთარ თავთან.

კარგად ავლენთ თავს ბრავოო!

გვაგინეთ, ბატონო გვაგინეთ" - წერს თამთა ჭელიძე.

"მრცხვენია, რომ ოდესღაც "დღის პოსტის" წამყვანი იყავით - იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს და აგზავნიდით" - თამთა ჭელიძე ირმა სოხაძეს
288 ნახვა
4 დღის და 7 საათის უკან
გაზიარება
  • კომენტარები
ბოლოს ნანახი