„მერსედესისა“ და „ბე-ემ-ვეს“ შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
დაშავებული 112-ის ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ კლინიკის მენეჯერმა, გიორგი შათირიშვილმა განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მათ მოტეხილობები აღენიშნებათ, რის გამოც, ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
- კომენტარები
რეკომენდირებული

















