საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ოქტომბრის თვეში მომხდარი ორი ინციდენტის შედეგად, ორი ქორწილი ჩაიშალა.
ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ პირველი დაპირისპირება 2 ოქტომბერს სოფლის ერთ-ერთ საქორწინო დარბაზში მოხდა.
იყო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ადგილობრივების თქმით, ინციდენტში ჩართული მხარეების წარმომადგენლები, მათ შორის იქ მყოფი სპორტსმენები სცემეს.
მეორე შემთხვევა 4 ოქტომბერს მოხდა. ლამბალოში მცხოვრები პირი იორმუღანლოს ნაქირავებ შენობაში ქორწილს იხდიდა, თუმცა მოდავე მხარეების კონფლიქტისა და გარჩევების ფონზე, ეს ქორწილიც ჩაიშალა.
შსს- ს ინფორმაციით, პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით 112-ში შევიდა შეტყობინება და სამართალდამცველებს ადგილზე ვითარების განეიტრალება მოუწიათ.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ფაქტზე ოფიციალური შეტყობინება არ დაფიქსირებულა.
- კომენტარები
















