სხვათა შორის, საქართველოში ამ ადამიანთან ერთად ვბრუნდები. მოდის კვირეულის შემდეგ ავთერფართიზე ერთად წავედით არმანის რესტორანში. იქ მნახა და ამის მერე ერთად ვართ. არასდროს შეხვედრია ბიჭი, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდებოდი. თან, მეგონა, რომ უბრალოდ, სხვა ეროვნების მამაკაცთან არ მექნებოდა ის ემოცია და სიახლოვე, რაც შეიძლება, ქართველთან მქონოდა. ამ ადამიანმა კი ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა.
"იცით, როგორ ვგრძნობდი თავს, აი, მარიტას რომ ტალახს ესვრიან" - ნეკა დოროყაშვილის ვრცელი ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილზე, ოჯახსა და განვლილ ცხოვრებაზე
ასე რომ, მილანის მოდის კვირეულმა ახალი სიყვარული მაპოვნინა. ზოგი ამბავი ისე იწყება, თითქოს ზღაპრის პირველი გვერდი თავისით გადაიშალა. მან, როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა. ხომ არის ეს ზღაპრის დასაწყისი? ჩვენ ერთად ვბრუნდებით საქართველოში და ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება...“ - ამბობს მოდელი ნეკა დოროყაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში და საზოგადოებას ცხოვრების დიდი სიახლის შესახებ გაუზიარა.
- კომენტარები














