Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი

VIDEO: “მოვყვები რაც მოხდა 30 აგვისტოს“ - თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლე, ქუჩაში განხორციელებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

VIDEO: “მოვყვები რაც მოხდა 30 აგვისტოს“ - თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლე, ქუჩაში განხორციელებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
281 ნახვა
1 თვის უკან
გაზიარება
  • ინფორმაცია
  • კომენტარები

ბიზ­ნეს­მენ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე მან­ქა­ნის ჩხრე­კის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს აკე­თებს. მისი თქმით, პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბას წინ უძღო­და ორი დღის წინ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს უც­ნო­ბი პი­რე­ბი მისი ფე­ის­ბუქ პოს­ტე­ბის გა­მოო ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვ­დნენ.

“სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ... მოვ­ყვე­ბი რაც მოხ­და 30 აგ­ვის­ტოს. ჩვენ ვი­ყა­ვით რეს­ტო­რან­ში, რო­დე­საც თა­მა­ზი ჩა­ვი­და დაბ­ლა ხე­ლე­ბის და­სა­ბა­ნად. შე­აგ­ვი­ან­და, ჩა­ვე­დი და შე­ვეს­წა­რი, რომ თა­მა­ზი იდგა კო­რი­დო­რის ბო­ლო­ში, მის გარ­შე­მო ხუთი კაცი იყო და სთხოვ­დნენ ბო­დი­ში მო­ე­ხა­და მის პოს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც რუ­სე­თუ­მე­ებს ცუ­დად მო­იხ­სე­ნი­ებ­და.

თა­მა­ზი არ იხ­დი­და ბო­დიშს. ვინ იყ­ვნენ არ ვი­ცით, სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი არ ახ­სე­ნეს. გა­მოშ­ვე­ბი­თაც არ უშ­ვებ­დნენ, გა­და­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ კო­რი­დო­რი. დაც­ვას და­ვუ­ძა­ხე და შემ­დეგ წა­მო­ვე­დით.

დღეს ლის­ზე მივ­დი­ო­დით სა­სე­ირ­ნოდ. აქ გავ­ჩერ­დით ყა­ვის სა­ყიდ­ლად, შე­ვე­დი ყა­ვა­ზე - გა­მო­ვე­დი და ასე­თი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა ჰქონ­დათ ჩხრე­კა­ზე. გა­ჩხრი­კეს თა­მა­ზიც და მან­ქა­ნაც. არ უთ­ქვამთ რას ეძებ­დნენ,“ - აცხა­დებს ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე “ტვ პირ­ველ­თან“.

  • ცოტა ხნის წინ ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დეო მა­სა­ლას ფე­ის­ბუქ-გვერ­დი „თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ძაღ­ლთა თავ­შე­სა­ფა­რი“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს. რო­გორც ვი­დე­ოს ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მი­მართ სა­ჩი­ვა­რი მუ­ქა­რა­ზე შე­ვი­და.

შსს-ის გან­ცხა­დე­ბით, თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კა მუ­ქა­რი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა.

რეკომენდირებული
ბოლოს ნანახი