- ინფორმაცია
- კომენტარები
გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა.
მას სასწრაფოს სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდა.
როგორც ეკა კუპატაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის მძიმე იყო დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების დამოკიდებულება და განწყობა.
“გარდაცვლილია, მოკლულია, უდანაშაულო ახალგაზრდა და საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი”, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
წყარო: palitravideo.ge














