Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
მიხეილ სააკაშვილს და ნიკა მელიას ციხეში არსებული კომფლიკტის დეტალები ვრცლად იხილეთ კომენტარში

მიხეილ სააკაშვილს და ნიკა მელიას ციხეში არსებული კომფლიკტის დეტალები ვრცლად იხილეთ კომენტარში

“ნი­კა­ნორ მე­ლია, რო­მე­ლიც ერთ დროს ჩემს მზეს ფი­ცუ­ლობ­და, ახლა დე­რე­ფან­ში ჩემს ყო­ველ ჩავ­ლა­ზე მთე­ლი ხმით უშ­ვერ დე­დის გი­ნე­ბებს აღავ­ლენს ხოლ­მე, ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­ნი­დან“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს.
  • სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში არ­სე­ბულ პი­რო­ბებს აღ­წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ნიკა მე­ლია, „რო­მე­ლიც ერთ დროს მის მზეს ფი­ცუ­ლობ­და, ახლა დე­რე­ფან­ში ყო­ველ ჩავ­ლა­ზე მთე­ლი ხმით უშ­ვერ დე­დის გი­ნე­ბებს აღავ­ლენს ხოლ­მე საკ­ნი­დან მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით“.

„მინ­და ვა­ღი­ა­რო, რომ რო­გორც ამ ცი­ხის მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე 5 წე­ლია, დიახ, ქარ­თვე­ლე­ბო უკვე 5 წე­ლია უდ­რტვინ­ვე­ლად იტანთ ჩემს აქ ყოფ­ნას. ისე აი­რია ყვე­ლა­ფე­რი, ვე­ღარ ვიც­ნობ აქა­უ­რო­ბას. „პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი“, იგი­ვე „საფ­რან­გე­თის აგენ­ტი“, „ტრი-ტრი ან­ტუ­ან“ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის ეხ­ვე­წე­ბა საკ­ნი­დან, არ მომ­კლაო. მას­თან ოჯა­ხის წევ­რებს არ უშ­ვე­ბენ. სა­შინ­ლად ნა­ნობს, რომ ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას სამ­სა­ხუ­რი გა­ა­უქ­მა თა­ვის დრო­ზე (ჩემს გამო) და ოც­ნე­ბობს, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ისევ ნინო ლომ­ჯა­რია იყოს და არა მისი ხელ­დას­მუ­ლი იო­სე­ლი­ა­ნი. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე შე­ში­ნე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ზუს­ტად იცის, თუ რო­გორ ხდე­ბა ცი­ხის ამ კორ­პუს­ში საკ­ვებ­ში მძი­მე მე­ტა­ლე­ბის სა­წამ­ლა­ვის შე­რე­ვა. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, „მა­ფი­ის მამ­ხი­ლე­ბელ-ჩამ­შვე­ბი“ ბურ­ჭუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ხმა­მაღ­ლა მა­ქებს, იძა­ხის, რომ მე ვარ „გე­ნი­ო­სი“ და სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი მმარ­თვე­ლი არ ჰყო­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რად მით­ვლის მო­კი­თხვებს, რომ თა­ვის ნაც­ვლად კომ­პი­უ­ტე­რი მაქვს. თავს იწო­ნებს, რომ მარ­ტო მე და მიშა ვართ პა­რა­შუ­ტით გად­მომხტა­რი მი­ნის­ტრე­ბად მუ­შა­ო­ბის დრო­სო. და ბო­ლოს, ნი­კა­ნორ მე­ლია, დიახ ის მე­ლია, რო­მე­ლიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფი­ცუ­ლობ­და, ახლა ის დე­რე­ფან­ში ჩემს ყო­ველ ჩავ­ლა­ზე მთე­ლი ხმით უშ­ვერ დე­დის გი­ნე­ბებს აღავ­ლენს ხოლ­მე, ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­ნი­დან (ზუს­ტად ისე გლ­დან­ში კრი­მი­ნა­ლე­ბი რომ მა­გი­ნებ­დნენ ), ვი­ნა­ი­დან გი­ნე­ბის გარ­და სხვა ბგე­რებს არ გა­მოს­ცემს, ვერ გე­ტყვით ზუს­ტად რა უნდა. რა­ზეც აქა­უ­რი ბად­რა­გე­ბიც და­უ­ფა­რა­ვად ბრაზ­დე­ბი­ან და სხვა­დას­ხვა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ტერ­მი­ნე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. და ბო­ლოს, მე, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ თავს პო­ლი­ტინ­ფორ­მა­ტო­რის ფუნ­ქცია გა­მო­ვუ­ნა­ხე და ყო­ველ მე­ო­რე სა­ღა­მოს ეზო­ში შეკ­რე­ბილ ბად­რა­გებს და მე­ზო­ბე­ლი კორ­პუ­სის პა­ტიმ­რებს საკ­ნის სარ­კმლი­დან სკამ­ზე ამძვრა­ლი ლექ­ცი­ას ვუ­კი­თხავ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ისი­ნიც დიდი ყუ­რა­დღე­ბით მის­მე­ნენ. და­ა­მა­ტეთ ამას ყო­ვე­ლი სა­ღა­მოს, რა­ტომ­ღაც ზუს­ტად 6 სა­ათ­ზე, ყვა­ვე­ბის შეკ­რე­ბა და ის­ტე­რი­უ­ლი ჩხა­ვი­ლი, როცა ნამ­დვი­ლი ბულ­ბუ­ლი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე გა­ჩუ­მე­ბუ­ლი ჰყავთ გი­სო­სებს მიღ­მა, ჰოდა ზუს­ტად „ვი­ღა­ცამ გუ­გუ­ლის ბუ­დეს გა­და­უფ­რი­ნა“ (flying over the cuckoo's nest) სი­ტუ­ა­ცი­აა. რა გა­საკ­ვი­რია, რომ თუ ადრე ფსი­ქი­ატ­რი ათას­ში ერთხელ თუ შე­მო­ივ­ლი­და ხოლ­მე, ახლა პრაქ­ტი­კუ­ლად მო­რი­გე­ობს ამ კორ­პუს­ში, მაგ­რამ გა­მო­წე­რი­ლი „აბი გლუ­კო­ზე­ბი“ მე მგო­ნი ვე­ღა­რა­ვის შვე­ლის. ამა­სო­ბა­ში, მგო­ნი წყალ­სა­დე­ნიც გა­ი­ფი­ცა და ცი­ხე­ში მე-3 დღეა წყა­ლი არ მო­დის“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მიხეილ სააკაშვილს და ნიკა მელიას ციხეში არსებული კომფლიკტის დეტალები ვრცლად იხილეთ კომენტარში
369 ნახვა
1 თვის უკან
გაზიარება
  • კომენტარები