Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა - რატომ დატოვა მან სამსახური?

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა - რატომ დატოვა მან სამსახური?

კლინიკა, სადაც გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა მუშაობდა, ნინო დადიანიძემ დატოვა. ინფორმაციას გადაცემაში „შენი ამბავი“ კლინიკის დირექტორი ადასტურებს და განმარტავს, რომ განცხადება ქალმა თავად დაწერა და მიზეზი არ დაუსახელებია.

„ჩვენთან ნამდვილად აღარ მუშაობს. საკუთარი სურვილით, დაახლოებით ერთი თვეა, დაწერა განცხადება და წავიდა. 

მიზეზი არ დაუსახელებია. თავს არ გრძნობდა კარგად, შვებულება სრულად გამოიყენა და მერე წავიდა. დიდი ხანი მუშაობდა ჩვენთან, სავარაუდოდ, 12 წელი იქნება“, - ამბობს კლინიკის დირექტორი. 

ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ერთ თვეში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

პრაიმტაიმი

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა - რატომ დატოვა მან სამსახური?
1 247 ნახვა
6 დღის და 5 საათის უკან
გაზიარება
  • კომენტარები
X
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი
გთხოვთ მოიწონეთ ჩვენი გვერდი