ახალგაზრდას, რომელმაც პოლიციიის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, ქუთაისის სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.საქმე ეხება შაბათის ეთერში გასულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ დაკავებულებს პოლიციის განყოფილებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჯგუფურად სცემენ, ღირსებას ულახავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.
გმადლობთ, – თქო ვუთხარი, ასე მოვიქცევი თქო, – ამბობს ” ტვ პირველთან” საუბარში დაკავებული აიტის სპეციალისტის დედა.ადვოკატი და ოჯახი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.გიორგი კვიცარიძე ის აიტი სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა. ეს ის ცნობილი მასალაა, რომელიც “შაბათის ეთერმა”გაასაჯაროვა და სადაც ქობულეთში სამი ახალგაზრდის ცემა ასახული.
- კომენტარები













